ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის მუშაობაში მონაწილეობს.
მინისტრის განცხადებით- ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-იან გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე, შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია.