LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხარება დღეს დაგვტოვა” – ნუგზარ კვაშალის ძმა, მუსიკოსი ალეკო კვაშალი გარდაიცვალა

7031
Untitled design

მუსიკოსი ალეკო კვაშალი გარდაიცვალა.

ის ასევე მუსიკოსის, ნუგზარ კვაშალის უმცროსი ძმაა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკოსმა დათო ევგენიძემ გაავრცელა. მან ალეკო კვაშალის ფოტო გამოაქვეყნა ტექსტით:

“რა ვთქვა არ ვიცი, მიყვარხარ ძმაო”.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მუსიკოსს ოპერაცია გერმანიაში გაუკეთეს, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა.

მოქალაქეები კომენტარებში მწუხარებას გამოხატავენ და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებენ:

“უსაყვარლესი ალეკო, რა სიმწარეა”.

“უკარგესი ალეკო…. რა ძნელია ეს ყველაფერი”…

მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გია ბაღაშვილიც და წერს:

“კიდევ ერთი ოჯახის წევრი დავკარგეთ “ივერიამ”, ჩემი უსაყვარლესი ძმა, ალეკო კვაშალი.

ხარება დღეს დაგვტოვა…

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი სიკეთით სავსე კაცს!” – წერს გია ბაღაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები