ხარკოვში დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას Kyiv Independent ავრცელებს.
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუბიჟნესა და სევეროდონეცკში 24 სახლი და საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა.
„მხოლოდ ქალაქ ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონში, 19 მარტიდან 20 მარტამდე ღამით, ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა დაბომბვის შედეგად. დაღუპულთა შორის იყო ბიჭი, რომელიც მხოლოდ 9 წლის იყო…“, – წერს ვიაჩესლავ მარკოვი.