ხაშურის რკინიგზის მემანქანე სარკინიგზო ტრანსპორტიდან ე.წ ДГК-დან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 27 მარტს მოხდა.
ადგილობრივი მედიის – „მოზაიკას“ ცნობით კი, მემანქანე გაჩერებული ტრანსპორტიდან გადმოვარდა, თავი ლიანდაგს დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.