LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურის შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება

175
pjimage (3)

აგვისტოს მეორე ნახევრიდან, ხაშურს ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. ამის შესახებ ინფრომაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით 2 ზოლიანი იქნება.

ამასთან, დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი გახდება.

 

 

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან არსებულ გზას შეუერთდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე 420 მეტრიანი ხიდი აშენდა, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა.შესაბამისად შესაძლებელი გახდება ხაშურის, სურამის და ჩუმათელეთისთვის გვერდის ავლა.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები აშენდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები