LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში, ხელოვნურ წყალსაცავში მოზარდების ცხედრები აღმოაჩინეს

84

ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს.

“შეტყობინება მას შემდეგ შემოვიდა, როდესაც მოქალაქემ, საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა,” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

magti 5g