ხაშურში ორი მამაკაცი დაჭრეს, რომელთაგან ერთ-ერთი, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ გაზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ და მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.