ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშურთან – ავტობანზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.
დაღუპულია ერთი ადამიანი. დანარჩენი დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვიდეოს შემთხვევის შესახებ ფეისბუქ გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.