LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: შევქმენით საკოორდინაციო საბჭო… ხვალ, 7 მარტს დილის 9 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

153
Untitled design (9)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეიქმნა პროდასავლური საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც ყველა პოლიტიკური პროდასავლური ძალა, ასევე არასამთავრობო სექტორია იქნება გაერთიანებული.

„ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა პოლიტიკური, პროდასავლური ძალა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის; არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს იმას, რომ დღეს საქართველო არის საფრთხის წინაშე. ეს საფრთხე არის პირველ რიგში, ქართული ოცნებიდან – ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთად“- განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე განცხადებით, ხვალ დილის 9:00 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება. 10 საათზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.

„ყველას გელოდებით ხვალ 9 საათზე პარლამენტთან. 10 საათზე არის ბიუროს სხდომა და მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ მათ შორის ქართულ ოცნებას, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ სურს რუსეთი და ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთი. ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტის შიგნით და გარეთ“- თქვა დეკანოიძემ.

<