ხათუნა ჟორდანია დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება სოციალურ ქსელში და დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
“ვფიქრობ, რომ სპეციალურად იყვნენ შეგზავნილი ადამიანები, რომლებმაც იძალადა პატარა გოგო-ბიჭებზე, რათა მიეღოთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.
უმკაცრესად და სამაგალითოდ დაისაჯოს, ყველა ის ადამიანი, ვინც ასე უმოწყალოდ სცემა ჟურნალისტები”,- წერს ხათუნა ჟორდანია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინცინდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები.