LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ზახაშვილი: “ნებისმიერმა მედმუშაკმა ამ ქვეყანაში რკინის ქალამანი უნდა ამოიცვას, უნდა იაროს კარიდან კარზე და მიიტანოს ადამიანებამდე ინფორმაცია, რომ ვაქცინაცია სიცოცხლის გადამრჩენია”

76
eb63149d9c12ea56cb5de9879451c7b7-Generic

საქართველოში ვაქცინაციის მარათონი 18 ოქტომბერს დაიწყო.

იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია, ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს.

მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მობილური ბრიგადები სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.

მარათონში მონაწილეობას იღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული  მხარეები.

ვაქცინაციის მარათონში 49 სოფელია ჩართული.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა.

„მე ვიტყოდი, რომ ახლა რთულ ეტაპზე ვართ ვაქცინაციის თვალსაზრისით, როგორც ჩანს, იმ ადამიანების ვაქცინაცია უკვე ჩატარდა ვისაც ამის სურვილი ჰქონდა და კარგად ჰქონდა შემეცნებული ვაქცინაციის მნიშვნელობა.

არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, რომლებსაც აქვთ გარკვეული ღელვა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან აქვთ კითხვები, რომლებზეც პასუხი მათ ჯერ არ მიუღიათ.

ამ მარათონის მიზანი არის სწორედ ინფორმირებულობის შეტანა მოსახლეობაში.

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ერთ კვირაში 1200-მდე პირი აიცრა: ამირან გამყრელიძე

"ისევ და ისევ ფიქრობენ, რომ კორონავირუსი არ არის განსაკუთრებული დაავადება, გრიპია, სურდო, გადაიტანენ და იმუნიტეტი ექნებათ." - აცხადებს გამყრელიძე

„ფორტუნას“ კითხვაზე, რამდენად დროულია ახლა მარათონის დაწყება და ხომ არ უნდა დაწყებულიყო მოსახლეობის ინფორმირება უფრო ადრე, ხათუნა ზახაშვილმა განმარტა:

„ვაქცინაციის გეგმაში მთლიანად გაწერილი იყო რა დროს, ვისთვის, როგორ და რანაირად უნდა მომხდარიყო ინფორმაციის მიწოდება.

რა თქმა უნდა, ინფორმაციაზეა დამოკიდებული ადამიანების გადაწყვეტილება და ძალიან მნიშვენელოვანია, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ მათ.

არის თუ არა გვიან? მე გეტყვით, რომ არასოდეს არ არის გვიან. ყოველთვის არის საჭირო ადამიანებს გაეცეთ ყველა კითხვაზე პასუხი.

დღეს არის დრო, როცა ეს უნდა გავაკეთოთ იმ 49 სოფლის მოსახლეობისთვის და მე ვფიქრობ, რომ გაგრძელდება შემდგომაც ეს პროცესი და მოიცავს ყველა სოფელს თითოეულ მოქალაქეს.

არის მცირე რაოდენობა მოსახლეობის, რომელსაც არ ესმის და არც უნდა გაიგოს იმუნიზაციის მნიშვნელობა. დანარჩენები, ძირითადი უმრავლესობა მათთვის პასუხგაუცემელი კითხვების შესახებ ითხოვენ ინფორმაციას და შემდგომ ფიქრდებიან ამ საკითხზე და უმთავრეს შემთხვევაში დარწმუნებული ვარ გადაწყვეტენ იმუნიზაციის სასარგებლოდ, სიცოცხლის სასარგებლოდ.

ხათუნა ზახაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

სავალდებულო ვაქცინაცია გადასაწყვეტად რთული საკითხია, ვფიქრობ, განხილვის საგანი გახდება: გამყრელიძე

„ჩემი პოზიცია, როგორც ეპიდემიოლოგის, ადამიანის და მოქალაქის შემდეგია-არსებობს პროფესიები, რომლებიც უბრალოდ მოვალენი ვართ რომ იყოს დაცული. ჩვენი პირადი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს საჭიროება იმუნიზაციისა, განსაკუთრებით კოვიდის წინააღმდეგ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

ალბათ ამ რიგს უპირველეს ყოვლისა განეკუთვნება ნებისმიერი მედმუშაკი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

დღეს ის დროა, როცა ნებისმიერმა მედმუშაკმა ამ ქვეყანაში რკინის ქალამანი უნდა ამოიცვას, უნდა იაროს კარიდან კარზე და უნდა მიიტანოს ადამიანებამდე ინფორმაცია, რომ თითოეული ჩვენგანისთვის არის საჭირო, მნიშვნელოვანი და სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინაცია,“-აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.-აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გამყრელიძე: ქვეყანაში კორონავირუსს 51 000 ადამიანი ებრძვის – იზრდება ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა, პიკისკენ მივდივართ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g