LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალდებულო ვაქცინაცია გადასაწყვეტად რთული საკითხია, ვფიქრობ, განხილვის საგანი გახდება: გამყრელიძე

87
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია განხილვის საგანი გახდება.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა და აღნიშნა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მარტივი არ არის და ის გადასაწყვეტად რთული საკითხია.

გამყრელიძის თქმითვე, მათ პედაგოგები ეუბნებიან, რომ თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ისინი აიცრებიან:

“გვეუბნებიან, რატომ არ ხდით ვაქცინაციას სავალდებულოს. განსაკუთრებით, მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ თუ სავალდებულო გახდება, აიცრებიან. მოგეხსენებათ, ეს საკითხი შემდგომში განიხილება. პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა.

ზოგადად, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მარტივი არ არის, მოგეხსენებათ, ეს ბევრმა ქვეყანამ ვერ განახორციელა. ზოგმა კი, თუმცა, ბევრმა ვერა. ზოგი ფიქრობს, რომ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებებთან და ასე შემდეგ. რთული საკითხია გადასაწყვეტად, ვფიქრობ, რამდენიმე განხილვის საგანი გახდება.” – თქვა გამყრელიძე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის არ დაუშვებს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g