LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავერდის კაბები დიზაინერ თეო ღვალაძისგან

733

NO ONE–ის დამფუძნებელი, დიზაინერი თეო ღვალაძე მომხმარებელს ქალის ტანსაცმელს სთავაზობს, რომელიც  თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ SHOW ROOM-ში (თბილისი მოლი) 9 აპრილის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, კოლექცია უმეტესად ხავერდისა და ატლასის ქსოვილებითაა წარმოდგენილი, რომლის გაფორმებაც ნატურალური ბუმბულებით, ტყავითა და სხვადასხვა თვლებით ხდება.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი ხავერდის კაბებია. მომხმარებელს თეო ღვალაძის სამოსის შეძენა 70-200 ლარის ფარგლებში შეუძლია.

”ძალიან მიხარია, რომ ქართველი დიზაინერები ასეთი მოთხოვნადები გახდნენ. ბევრი კლიენტი გვყავს და ჩვენი საქმიანობა ბევრისთვის სასურველი გახდა ”, – განაცხადა ღვალაძემ.

მისივე განმარტებით, დიზაინერი შეკვეთებსაც იღებს და შეკვეთიდან 2-7 დღეში, კლიენტი სასურველ ნივთს ადგილზე მიტანის უფასო სერვისით მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები