სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„დავემშვიდობე საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრით. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ნატო-ს ჩართულობის გაუმჯობესებისთვის გზების ძიებას. მე მალე დავბრუნდები“, – წერს კოლომინა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში მან მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს.
Yesterday I said goodbye to Georgia ??, with an excellent meeting with Prime Minister @GharibashviliGe. We will definitely continue to look for ways to enhance NATO’s engagement. I’ll be back soon! pic.twitter.com/0RDXlWX3eJ
— Javier Colomina (@JavierColominaP) October 21, 2021