LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძის ბრალდებას გახარიაზე დამტკიცება ან გამორიცხვა სჭირდება – დავით სერგეენკო

90
sergeenko

რაც გუშინ ხაზარაძემ გახარიაზე თქვა, სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც მოკლე ვადებში სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, საკითხი თავისი მასშტაბით და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მოითხოვს გამჭვირვალე და შედარებით მოკლე ვადებში განხილვას, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

„ის, რაც გუშინ ითქვა, არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელსაც, როგორც ნებისმიერ ბრალდებას, აუცილებლად სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა. დასკვნების წინასწარ გენერირება სწორი არ მგონია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას წლებია ვიცნობ, სამსახურებრივადაც, მეგობრულადაც და პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა. მარტო პროკურატურის ან პროკურორის ნებაზე არ არის დამოკიდებული ასეთი საქმის გამოძიება. ეს კომპლექსური პროცესია, მასში სხვადასხვა უწყება მონაწილეობს და ნამდვილად მჯერა, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და გამჭვირვალე,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. მოგივანებით დააზუსტა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.

მამუკა ხაზარაძის განცხადებას გიორგი გახარიამ გუშინვე უპასუხა. გახარიას თქმით, ის წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირდაპირ ეუბნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g