LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელფასის გადაცილების შემთხვევაში, შესაძლოა, დამსაქმებელმა ანაზღაურების 1%-იანი დანამატი გადაგიხადოთ

63
5dbaed088db66

ხელფასის გადაცილების შემთხვევაში დამსაქმებელმა პირს ანაზღაურების 1% დანამატის სახით უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდაშვილმა პარლამენტს უკვე მიმართა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g