LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელი რომ მთხოვა, ერთ ადგილას გავშეშდი, არაფერი მესმოდა, თვალებზე ბინდი გადამეკრა, გიორგის შეეშინდა კიდეც“ – როგორ ქორწილს გეგმავენ გიორგი სარდალაშვილი და ანანო სამხარაძე

504
გიორგი სარდალაშვილი

ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა რჩეულს, მომღერალ ანანო სამხარაძეს მცირე ხნის წინ ხელი სთხოვა.

ანანო მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბავს „დღის პოსტში“ იხსენებს.

„არ ველოდებოდი, რომ ხელს მთხოვდა. სიურპრიზი გამიკეთა. ხელი რომ მთხოვა, ერთ ადგილას გავშეშდი, არაფერი მესმოდა, თვალებზე ბინდი გადამეკრა. გიორგის შეეშინდა კიდეც. აზრზე რომ მოვედი რა თქმა უნდა, კი ვუთხარი, მაგრამ ძალიან მოულოდნელი იყო…

ქორწილი ნოემბერში გვაქვს დაგეგმილი. ქართული ტრადიციული ქორწილი გვექნება. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი თეთრ კაბაზე და აუცილებლად თეთრი კაბას ჩავიცვამ“. – ამბობს ანანო სამხარაძე.

მისი თქმით, გიორგის წყალობით ძიუდოში უფრო კარგად ერკვევა.

„მე ძიუდოში გავერკვიე უფრო კარგად. გიორგი კი ფანდურზე დაკვრას სწავლობს, რომ თვითონ დაუკრას და მე ვიმღერო.“ – ამბობს ანანო.

ფოტო/ვიდეო: „უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ“ – ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა რჩეულს, ანანო სამხარაძეს ხელი სთხოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g