LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელი უნდა შევუწყოთ ახალი პორტების მშენებლობასაც – პრემიერი

89
ფოთის-პორტი

პრემიერი ამბობს, რომ „საპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები უნდა გავაძლიეროთ და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს“.

გიორგი გახარიას თქმით, ფოთის პორტის ერთ – ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი და უკვე გადმოირიცხა 30 მილიონი დოლარი.

„პროექტის სრული ღირებულება 93 მილიონი დოლარია. რეალურად, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ყველაფერთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავ ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g