LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელის გაწერაზე რომ მივედით, ბექა ტიროდა, ხალხმა ვერ გაიგო… ვერც ის გაიგეს, რატომ ვმეგობრობდი მის ცოლთან – თიკა ჯამბურია

45241
Untitled design - 2022-01-30T213744.807

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში „სთორი“ მის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

მსმენია, რომ 14 წლის ასაკში გაიცანი შენი შვილის, ნინას მამა და მაშინვე თითქოს იცოდი, რომ შენი მომავალი შვილის მამასთან გქონდა შეხება, როგორ, რატომ? ჰკითხა წამყვანმა თათია შარანგიამ თიკას.

„ჩემი და ბექას სიყვარული, ფილმური ისტორიასავითაა. პირველიმე წამიდან მოვიხიბლეთ ერთმანეთით, ორივე ძალიან პატარები ვიყავით და ორივესთვის ეს იყო პირველი სიყვარული.

რაღაცნაირად ორივე მოვიხიბლეთ ერთმანეთით. 14 წლიდან 18 წლამდე, სანამ დავოჯახდებოდით, კარგი მეგობრები ვიყავით.

ოჯახებით ვმეგობრობდით. ბექა დედაჩემის გაზრდილია ფაქტობრივად და მე ხათუნასი.

ვიცოდით, რომ ჩვენი ბოლო იქნებოდა, რომ შევქმნიდით ოჯახს.

ერთი წამით არ მიფიქრია, რომ მე და ბექა, შეიძლება ერთად არ ვყოფილიყავით.

მისი დაკარგვა ჩემთვის ყველაზე რთული იყო, რადგან ცხოვრება ბექას გარეშე არ წარმომედგინა. მან თავისი საქციელით იმედი გამიცრუა, ჩემი აშენებული კოშკები დამინგრია.

საზოგადოების ნაწილმა ვინც ვერ გამიგო, მესმის კარგად. მაშინ ჩემი დამოკიდებულებაც აგრესიული იყო ბექას მიმართ. მე მას ვერ ვპატიობი და ვადანაშაულებდი. 

იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ველოდებოდით ჩვენი სიყვარულის ნაყოფს, მაშინ გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ მომენტში მტკივნეული იქნებოდა ეს ყველაფერი.

მოვამზადებდი სიმღერას, ჩავდებდი შრომას და ამ დროს მსმენელი სიმღერის ნაცვლად ჩემს ფიზიკურ მონაცემებს აფასებდა: თიკა ჯამბურია

ბექას გაშვება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩემი სიძლიერიდან გამომდინარე ეს შევძელი“. – იხსენებს თიკა ჯამბურია.

თათია შარანგიას კითხვაზე, ვიცი, რომ ხელის გაწერაზე ორივე ტიროდით, ამ დროს მისთვის აღარ გიბრძოლია? თიკა პასუხობს:

„როდესაც ხელის გაწერაზე მივედით, მე არა, ბექა ტიროდა და ხალხი ამბობდა, მე ვაძალებდი, ბექა  ამბობდა, რომ გული წყდებოდა და ხალხმა ვერ გაიგო სწორად, რა ხდებოდა.

მაგრამ ამ მომენტში მე მისი დაბრუნებისთვის აღარ მიბრძოლია. ხშირად მიწევდა ბექას გამო ბრძოლა, თუნდაც შეყვარებულობის დროს, მაგრამ ეს ის იყო, რასაც ვეღარ ვაპატიებდი.

ჩვენი ერთად ყოფნისთვის ხათუნა იბრძოდა.

ბევრს უკვირდა, რომ ვმეგობრობდი მის მეუღლესთან…

მაგრამ ბექა ბექაა და ის არასდროს შეიცვლება. ის ასეთია, უყვარს მრავალფეროვნება. “ – ჰყვება თიკა ჯამბურია.

ბექა ხოფერია სამ ქალიშვილთან ერთად

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები