„ბინდის“ ვარსკვლავი, ტეილორ ლოტნერი დანიშნულია, მისი რჩეული თეი დოუმია. 29 წლის ტეილორმა საცოლეს ხელი საოცრად ემოციურ ვითარებაში სთხოვა და პასუხიც, რა თქმა უნდა დადებითი იყო.
ვარსკვლავმა ფოტოები „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. ის მუხლებზე დგას, იატაკზე ვარდის ფურცლები ყრია და სანთლები ანთია.
„ერთი სული მაქვს, როდის გავატარებ შენთან ერთად მარადიულობას“, – წერს ლოტნერი.