LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ წნეხი ეროვნულ ვალუტაზე შემცირდება

54

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ წნეხი ეროვნულ ვალუტაზე შემცირდება, რადგანაც სავაჭრო ბალანსის ნაწილში იმპორტი მცირდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გარე ფაქტორები, რომელიც საქართველოს აქვს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ლარის კურსზე ასახულია, თუმცა, მაკროეკონომიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ლარი ოდნავ იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყო.

ქუმსიშვილის განმარტებით, ამაზე გავლენა იქონია ბაზრის რეაქციამ – დაგროვილი ლარის კონვერტაცია მოხდა დოლარში, თუმცა, არაპირდაპირი დანიშნულებით, ანუ მოხდა დაზოგვა.

”ამ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25 პროცენტით არის იმპორტი შემცირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ლარზე ზეწოლა მკვეთრი არ უნდა იყოს. თუმცა, ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკა და არა დახურული. როცა საზღვრებია დახურული, როცა ხელით იმართება იმპორტი და ხდება აღნიშნულის დაკეტვა საბაჟოზე, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის რისკი არსებობს. ყოველდღიურად ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე ეროვნულ ბანკთან და ვიმედოვნებთ, რომ აჟიოტაჟური მდგომარეობა მალე დასტაბილურდება”-განაცხადა ქუმსიშვილიმა.

რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმებს, ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის, ქუმსიშვილის განმარტებით, მოკლევადიანი ინსტრუმენტია ინტერვენცია და ფულადი მასის შეზღუდვა.

„ამ წუთში საუბარი ფულადი მასის შეზღუდვაზე არ არის, რაც შეეხება ინტერვენციებს, ეროვნულმა ბანკმა პარასკევს ინტერვენცია განახორციელა. დღეს რა გადაწყვეტილება იქნება, ამას რამდენიმე ხანში მივიღებთ”-განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g