მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის კრიტიკულად გაუარესებას არ უნდა დაელოდოს და ის დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში.
“ახლა არ არის დრო პოლიტიკური ბოღმის ნთხევის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის მანძილზე აკეთებდა” – აცხადებს ბასილაია
ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროში „განგაშის ზარია შემოკრული“.
რაც შეეხება ორ დღეში გასამართ სასამართლო პროცესს, როგორც ბასილაიამ აღნიშნა, იუსტიციის მინისტრს არ აქვს უფლება სასამართლოს დირექტივა მისცეს, სხდომა სად უნდა ჩატარდეს.
„მით უმეტეს, ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებიც არიან, რომელთაც არანაირი ვალდებულება ციხეში შესვლის არ გააჩნიათ“, – განაცხადა ბასილაიამ.