პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ადვოკატი ბექა ბასილაია.
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მასიურად აკავებენ.
საპოლიციო ძალებმა ათეულობით მომიტინგე უკვე აიყვანეს.
„მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში“ – ინგოროყვას კლინიკის ექიმი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
„თავს ამ დროისთვის დამაკმაყოფილად გრძნობს.“
ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე ვითარება დაძაბულია.
აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, „ცისფერ გალერეასთან“ ნაგვის ურნები, სკამები და სხვადასხვა ნივთები მიაქვთ და ბარიკადებს აგებენ.
დემონსტრანტები ამ ფორმით ცდილობენ, ხელი შეუშალონ სპეცრაზმს, რომელიც რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან სრულად გათავისუფლებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ სპეცდანიშნულების რაზმებს სრულად აქვთ დაკავებული უშუალოდ, პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრი. ასევე, შენობის გვერდითა ასასვლელები.
აქციის დაშლის დროს სპეცრაზმი პერიოდულად იყენებს ცრემლსადენ გაზს და სხვა სპეციალურ საშუალებებს.