LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარიამ გაფრინდაშვილს  ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში“ – ინგოროყვას კლინიკის ექიმი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

195
მარიამ გაფრინდაშვილის ექიმი

მარიამ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას არის სტაბილური – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, მოხდა გაკერვა, ახლა კი მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები.

აქციაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა

მარიამ გაფრინდაშვილი რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჩაუტარდა ჭრილობას პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში. მოხდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური, რადიოლოგიური კვლევები. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, სხვა რაიმე ჩივილები არ აქვს. მოძრაობის სიფართე კიდურებში თანაბარია, ნევროლოგიური გასინჯვით მას სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს ამ ეტაპისთვის.

ჩივილების მიხედვით, იგი უჩივის მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს. ალბათ, უმჯობესია, რომ მეთვალყურეობის მიზნით დარჩეს კლინიკაში. თუ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არ იქნება დაზიანება, 24 საათის შემდეგ შეუძლია დატოვოს კლინიკა“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ექიმმა.

შსს – რუსთაველის გამზირზე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს – სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g