„ასე იყო სულ… 😞 როცა ეპიცენტრში – დარბევას, სტიქიას ან რაიმე უბედურებას ვაშუქებდი და ოჯახის ზარებსაც კი ვერ ვპასუხობდი, ირმას მესიჯი აუცილებლად ჩნდებოდა ყველა დახურულ თუ ღია ჯგუფში…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი წერს.
„მეძებდა, ყველგან იქამდე სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ კარგად და უსაფრთხოდ ვიყავი.
ირმა, ნეტავ იცოდე, როგორ მენანება ახლა ყოველი წამი, როცა ვერ გიპასუხე… როგორ მენატრები, მაკლიხარ და როგორი ძვირფასია ჩემთვის შენი თითოეული სიტყვა 😞 მიყვარხარ“, – წერს მარიამ გაფრინდაშვილი.
„გილოცავ დაბადების დღეს, ჩვენო მფარველო ანგელოზო… ყოველი დღე შენს გარეშე უფრო და უფრო აუტანელია, არაფერი აღარ არის ისე როგორც იყო და აღარც იქნება“ – მარიამ გაფრინდაშვილი დას მიმართავს
„განუსაზღვრელი ტკივილი მოაქვს ჩემთვის ყველა შენს ფოტოს, ყველაზე სახალისო მოგონებებსაც კი… ძალიან მომენატრე და ძალიან უსამართლობის განცდა მაქვს“ – რას წერს მარიამ გაფრინდაშვილი დის შესახებ
„ირმიკო… ძალიან მენატრები! ვნანობ, ყველა წუთს როცა ერთად არ ვიყავით, ყველა უპასუხო ზარს, საშინლად – აუტანელი და მტკივნეულია ყველა ნივთი, ამბავი და მოგონება რომელიც გიკავშირდება…“ – მარიამ გაფრინდაშვილი