ტელეჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი იხსენებს დას, ირმას, რომელიც სამწუხაროდ, მცირე ხნის წინ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. როგორც მარიამი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ამ ტრაგედიას ჯერ კიდევ ვერ გაუსწორა თვალი:
„აუწონავი ტკივილი და ტრაგედიაა, რომელსაც, სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ გავუსწორე თვალი, ტვინში გარკვეულწილად დაბლოკილი მაქვს. სამწუხაროდ, ბოლომდე დაბლოკვა შეუძლებელია.
ჩემი და მოუთმენლად ელოდა ლუკას დაბადებას და სამწუხაროდ, ვერ გაიცნო… ეს ამბავი ხუთმაგად და ათმაგად მტკივნეულია ჩემთვის. ამ ვითარებაში ყველა განსაკუთრებულად ელოდა ლუკას მოვლინებას და დადებითი ენერგია, სიცოცხლე შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში.
საოცრად ემზადებოდა ირმა ლუკას შესახვედრად, როდესაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, უბედნიერესი იყო, დღეში ხუთჯერ მირეკავდა. ვგეგმავდით ბევრ რამეს, როგორ გავზრდიდით, სად წავიყვანდით და ა.შ.
რაღაც ეტაპზე ყველანაირი ემოციისგან დავიცალე. გულწრფელად გეუბნებით, აღარაფრის მეშინია…“
მარიამ გაფრინდაშვილი ამავე ინტერვიუში ჰყვება, თუ რა განაჩენი გამოუტანეს მას, ვინც ავტოკატასტროფის დროს საჭესთან იჯდა:
„ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ბიჭის წინააღმდეგ საჩივარი არ შეეტანათ. ჩემი აზრით, ის ისედაც დასჯილია, რადგან მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ირმას მკვლელობის ტვირთი. პირადად ჩემი აზრია, რომ მან კანონის მიხედვით უნდა აგოს პასუხი. რადგან სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის 7-წლიან პატიმრობას იმსახურებს, ალბათ, იმსახურებს. მე არ ვესწრებოდი ამ ადამიანის სასამართლო პროცესებს. გულწრფელად გეტყვით, რომ მიესაჯათ 3 თვე ან გამოეშვათ, ძალიან გავბრაზდებოდი…“
