LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავ დაბადების დღეს, ჩვენო მფარველო ანგელოზო… ყოველი დღე შენს გარეშე უფრო და უფრო აუტანელია, არაფერი აღარ არის ისე როგორც იყო და აღარც იქნება“ – მარიამ გაფრინდაშვილი დას მიმართავს

111
მარიამ გაფრინდაშვილი

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დას, ირმა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ავტოავარიას ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის.

მარიამ გაფრინდაშვილი დასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.

„განუსაზღვრელი ტკივილი მოაქვს ჩემთვის ყველა შენს ფოტოს, ყველაზე სახალისო მოგონებებსაც კი… ძალიან მომენატრე და ძალიან უსამართლობის განცდა მაქვს“ – რას წერს მარიამ გაფრინდაშვილი დის შესახებ

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ დღეს ოდესმე შენს საფლავთან მოგილოცავდი.

ყოველი დღე შენს გარეშე უფრო და უფრო – მტკივნეული და აუტანელია.

არაფერი აღარ არის ისე როგორც იყო… და აღარც იქნება…

ყველაზე დიდი უსამართლობაა შენი წასვლა…

გილოცავ დაბადების დღეს, ჩვენო მფარველო ანგელოზო“, – წერს მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.

„ირმიკო… ძალიან მენატრები! ვნანობ, ყველა წუთს როცა ერთად არ ვიყავით, ყველა უპასუხო ზარს, საშინლად – აუტანელი და მტკივნეულია ყველა ნივთი, ამბავი და მოგონება რომელიც გიკავშირდება…“ – მარიამ გაფრინდაშვილი

ცნობისათვის, ტელეჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის და, ირმა გაფრინდაშვილი, 25 მარტს ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

ვიდეო: „ჩემს მშობლებს არ შეუტანიათ საჩივარი… ის ბიჭი ნასვამი იყო, ირმა მანქანაში ჩაუჯდა, მარტო ვერ გავუშვებ, რამე არ დაემართოსო…“ – რას ჰყვება დის გარდაცვალების შესახებ მარიამ გაფრინდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები