ტელეჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ დედობის შესახებ საუბრობს. მას და ნიკო მიქაიას ახლახან შეეძინათ პირველი შვილი.
„რა თქმა უნდა, შვილმა ბედნიერება მოგვიტანა. ძალიან მშვიდი ბავშვია, ვის დაემსგავსა, არ ვიცი. სითბო და სიხარული შემოიტანა ამ უემოციობისა და ამხელა ტრაგედიის ფონზე. ისეთ დროს გაჩნდა, როდესაც ყველა ძალიან დასტრესილები და უიმედოდ ვიყავით. ახლა კი დღეები მასზე ზრუნვაში გაგვყავს.
უმძიმესი იყო ჩემი ფეხმძიმობის ბოლო თვეები… ისეთი სტრესი გადავიტანე, მეგონა, ეს ბავშვზეც აისახებოდა. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად არის და ლუკა სრულიად ჯანმრთელია. მიხარია, რომ დედაჩემია ჩართული ლუკას აღზრდაში, რადგან ეს ამბავი მას ძალიან ეხმარება…“
მარიამი ასევე საუბრობს ნიკო მიქაიასთან ურთიერთობის შესახებ:
„ბევრი წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ჩვენი სიყვარულის ამბავი 2 წლის წინ დაიწყო. დღეს კი უკვე ლუკაც არსებობს ჩვენს ცხოვრებაში. რომელიც ჩვენი მთავარი საზრუნავია. ნიკო ჩემი დასაყრდენია და ძალიან კარგია, რომ მე და მან ერთმანეთი ვიპოვეთ… ძალიან საიმედო ადამიანია და ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია… ძალიან არის ჩართული ლუკას მოვლის საკითხებში…“
