მარიამ გაფრინდაშვილი ვიკა ბუკიას პოდკასტში „ვიკასთან“ დედობაზე საუბრობს. ის ახლახან დედა გახდა და მას და ნიკო მიქაიას პირველი შვილი, ლუკა შეეძინათ. ვიკა სამშობიაროში ესტუმრა მარიამს და მისი პატარა გაიცნო:
„დედობას უწევს დედაჩემი… ეს არის ერთი ნახვით შეყვარება. ბავშვები ისედაც მიყვარს, ჩემი შვილი განსაკუთრებით მესაყვარლება… პირველი დანახვა ძალიან ემოციური იყო…“, აღნიშნავს ტელეწამყვანი – „ამ ამბავს ჩემს ცხოვრებაში, იმის გარდა, რომ დედა გავხდი, კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს. რაღაცების ფონზე მოლოდინი კიდევ უფრო მეტი იყო, არა მხოლოდ მე, არამედ სხვა ადამიანებს ჩემ გარშემო…“
