LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუკას დაბადებას გაუმარჯოს…“ – მარიამ გაფრინდაშვილის სამადლობელი პოსტი და პირველი კადრები ახალშობილთან ერთად

451
მარიამ გაფრინდაშვილი, ნიკო მიქაია

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელსაც პირველი შვილი შეეძინა, სოციალურ ქსელში კლინიკიდან ემოციურ კადრებს აქვეყნებს.

ფოტოებში ახალშობილთან ერთად თავად მარიამი და მისი მეუღლე, ნიკო მიქაია ჩანან.

წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ლუკა დაარქვეს.

პატარა ქვეყანას 24 ივნისს მოევლინა.

„ლუკა 💫✨ 24-06-2026 🤍 Niko Mikaia 🤍 ჩაჩავას კლინიკა მადლობა 🙏🤍“, – წერს მარიამ გაფრინდაშვილი პირად გვერდზე.

„მომენტი, როცა ერთი ტირილი მთელი ცხოვრების აზრს ცვლის 🤍“, – წერს ნიკო მიქაია.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პირველმა ფოტოებმა უამრავი თბილი გამოხმაურება დაიმსახურა. კოლეგები და გულშემატკივრები წყვილს პატარა ლუკას დაბადებას ულოცავენ და ჯანმრთელობას უსურვებენ.

„ლუკას დაბადებას გაუმარჯოს“, – წერს მარიამის მეგობრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g