LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს, ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს – თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არადა, არც ეს არის პრობლემა“ – კალაძე EU-ის სტატუსზე

139
კალაძე EU-ს სტატუსზე

„ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს – თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ საქართველო სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.

დედაქალაქის მერის მოსაზრებით, ქვეყანას სტატუსის მისაღებად კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული.

„ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა.

მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით.

არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება.

თუმცა რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებით და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული – რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს.

კახა კალაძე: არ გამოვრიცხავ, ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი

მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესრულებული. რაც შეეხება პოლარიზაციის შემცირებას, კალაძე აცხადებს, რომ „ეს ცალმხრივად ვერ მოხდება“.

საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს. ამის შემდეგ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დასმულ კითხვაზე კი, ასრულებს თუ არა ხელისუფლება მითითებას ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, კახა კალაძემ უპასუხა, რომ 12-პუნქტიან გეგმაში მათზე საუბარი არ არის:

კალაძე ჯინ შაჰინის განცხადებაზე: სამი კაცი იყო დარბაზში, დავთვალე – ძალიან მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს

„ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის.

თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა. ამ 12-პუნქტიან გეგმაში არც გვარამია და არც კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან.“ – განაცხადა თბილისის მერმა.

„ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია“ – კახა კალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g