LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება რაუნდების თემებით ფარავს 10 ათასი მოზარდის პრობლემას, რომელიც დღემდე სკოლის მიღმაა დარჩენილი: ანა დოლიძე

69
ანა დოლიძე

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე IRI-ის კვლევას ეხმიანება, სადაც ათეულში, ეკონომიკური პრობლემების და კორონავირუსის შემდეგ, განათლების პრობლემაა დასახელებული. მისი განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკეების რაუნდების ჩატარებით კომფორტის ზონას იქმნის, რითიც სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს. მისივე განცხადებით, სწორედ ასეთი თემებით იფარება ისეთი პრობლემები, როგორცაა 10 ათასი მოზარდის სკოლის მიღმა დარჩენა.

სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში დასაბრუნებლად სპეციალური პროგრამა ამოქმედდა

მოლაპარაკების რაუნდებით ხელისუფლება კომფორტის ზონას იქმნის და ასე ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა იმ უამრავ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემაზე, რომელიც დღეს ხალხს აწუხებს. ასე, რაუნდების თემებით იფარება 10 ათასი მოზარდის პრობლემასაც, რომელიც დღემდე სკოლის მიღმაა დარჩენილი და რომელთა არსებობაც განათლების სამინისტრომ მხოლოდ ერთი თვის წინ აღიარა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე განცხადებით, გაეროს ბავშვთა ფონდი 2019 წელს აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის, თუმცა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია. ანა დოლიძეს აინტერესებს, როდის დაიწყება მოზარდების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლების დასაცავად გეგმის შემუშავება.

“IRI-ის კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური პრობლემებისა და კორონავირუსის შემდეგ, ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად განათლებას ასახელებს. ეს პრობლემა სრულიად გასაგებია. დღეს საქართველოს 10 ათასი სკოლის მიღმაა დარჩენილი მოზარდი და 75 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, განათლების ხარისხზე და ხელმისაწვდომობაზე რომ აღარ ვისაუბრო. არადა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ჯერ კიდევ 2019 წელს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის, მაგრამ ეს სიგნალი არ იყო ჩვენი განათლების სამინისტროსთვის. ისინი ახლა გვპირდებიან, რომ დაიწყებენ მოზარდების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლების დასაცავად გეგმის შემუშავებას. რამდენი წელში დაასრულებენ და შემდეგ რამდენ ხანში დანერგავენ არავინ იცის. არადა, ყოველწლიურად ჩვენი გადასახადებიდან ეს სამინისტრო ასობით მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენ ბავშვს დააფინანსებდა ის ავტოპარკი და შავი ჯიპები, რომლითაც ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დადიან?”, – აცხადებს ანა დოლიძე.

“ხალხისთვის” ლიდერის ინფორმაციით, სკოლის მიღმაა დარჩენილი მოზარდების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრმა” რამდენიმე თვის წინ გამოითხოვა და 21 იანვარს სამინისტრომ ოფიციალურად უპასუხა: “არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ, ვინაიდან, აღნიშნული საკითხი უკავშირდება მოსახლეობის აღრიცხვის პრობლემას, მის მიგრაციას და ინფორმაციას განათლების მიღებაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ”.

“ანუ, რა გამოდის, სამინისტრო, ფაქტობრივად, თვენახევარში, ანუ ჩვენი წერილის მიღების შემდეგ, დაინტერესდა ამ საკითხით, მოაგვარა მოსახლეობის აღრიცხვის პრობლემა და სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების აღრიცხვა მარტში შეძლო, თუ უბრალოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გულგრილობასთან და ინფორმაციის დამალვასთან გვაქვს საქმე? ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ გვიკვირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები სკოლის გარეშე რჩებიან და სახელმწიფო ამ დრომდე მათი ბედით არც დაინტერესებულა,” – აღნიშნავს ანა დოლიძე.

IRI-ის კვლევის თანახმად, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულების 49%-მა და 16%-მა პირველ არჩევნად უმუშევრობა და ცხოვრების ხარჯები დაასახელა, 8% კი – სიღარიბე (რესპონდენტებს ორი შესაძლო ალტერნატივის მონიშვნა შეეძლოთ).

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის მთავარ გამოწვევად 12%-მა ეკონომიკური განვითარება დაასახელა, 5%-მა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, 6%-6%-მა კი – უმუშევრობა და განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები.

magti 5g