LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლება, რომელიც დაბრმავდა, დაყრუვდა, დაჩლუნგდა, ელემენტარულ დასკვნებს ვერ აკეთებს”- უსუფაშვილი

828519F3-7DCF-498F-8D02-31385EB46579_cx0_cy4_cw90_w1023_r1_s

ხელისუფლება, რომელიც დაბრმავდა, დაყრუვდა, დაჩლუნგდა, ელემენტარულ დასკვნებს ვერ აკეთებს იმისგან, რაც თავად შეემთხვა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმაგანაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დაავიწყდა ის, რაც თუნდაც სამი თვის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოიარეს.

„ხელისუფლება, რომელიც დაბრმავდა, დაყრუვდა, დაჩლუნგდა, ელემენტარულ დასკვნებს ვერ აკეთებს იმისგან, რაც თავად შეემთხვა. სამი თვის წინ რა დღეში იყვნენ, მათხოვრობდნენ, ყიდულობდნენ, გვირეკავდნენ და გვთხოვდნენ, მოდით არჩევნებზე, პარტია ხალხს დაშორდაო. მეორე ტურში მიიღეს გამოთხოვილი ხმები და ახლა გადაიდეს ფეხი ფეხზე, აღარ გვაინტერესებს ვინ რას ლაპარაკობთ, დაგასვამთ თავზე იმ ადამიანებს, რომლებიც სიმბოლოდაა ქცეული არამართმსაჯულების, მათ ჩავაბარებთ მართლმსაჯულებასო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g