საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებას, ხელისუფლება უზურპირებულია და ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ოლიგარქს, – ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ამასაც აღიქვამენ არამხოლოდ როგორც დემოკრატიულ გამოწვევას, არამედ საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევას.
კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, საუბრისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებაზე, რომელიც მისი შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ამავე თემაზე: