LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებას ურჩევნია, ვიდრე დროა, აახვიოს – შალვა ნათელაშვილი

113
1534335441

“გეგმა ერთადერთია, მანამდე ვიდგებით ქუჩაში, ვიდრე არ წავა ივანიშვილის ხროვა პოლიტიკიდან.”,-ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წასასვლელად საარჩევო მოდელის შეცვლა იყო საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო გამოსავალზე უარი თქვა თვითონ ხელისუფლებამ, ახლა კი მიიღებენ უარეს გამოსავალს.

„გეგმას ხედავთ, გეგმა ერთადერთია, მანამდე ვიდგებით ქუჩაში, ვიდრე არ წავა ივანიშვილის ხროვა პოლიტიკიდან. ხელისუფლების შეცვლა მოხდება რაც შეიძლება სწრაფად, როგორ ამას ნახავს ყველა, მშვიდობიანად თავისთავად ცხადია, ტანკებზე არ ვსხედვართ. აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სოლოლაკიდან არ დაგვიქნევს ხელს. ხელისუფლების შეცვლას ვითხოვთ, საარჩევო მოდელის შეცვლა ამისთვის იყო საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო გამოსავალზე უარი თქვა თვითონ ხელისუფლებამ, ახლა მიიღებენ უარეს გამოსავალს, თუ არ მოეგებიან ჭკუას.

პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ნიშნავდა ხელისუფლების გადაყენებას. ხელისუფლებას რადგან არ უნდა მშვიდობიანად, ევროპული, დემოკრატიული მოდელით წასვლა, მან შეიძლება მიიღოს არცთუ მთლად მისთვის სასურველი მოვლენათა განვითარების სცენარი, რასაც არც ჩვენ ვისურვებდით, ამიტომ ჯობს, აახვიონ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები