LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების მხრიდან გონივრული შეთავაზებები პოლიტიკური ჩიხს აგვარიდებს: გიგი წერეთელი ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს

102
გიგი წერეთელი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესსა და მომავალ გეგმებზე საუბრობს. წერეთელი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში, საზოგადოება ამ თემის ირგვლივ უფრო მეტი ინფრომაციას მიიღებს და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება. “ევროპული საქართველოს” წევრი ფიქრობს, რომ ახლა მთელი პროცესი ხელისუფლებისკენაა მიმართული, რათა მმართველმა ძალამ გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი და ამასთან ერთად, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. პირველ რიგში, მთელი ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლებამ თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ჯიუტად ერთი და იგივეს არ იმეორებდეს.  ოპოზიციას აქვს თავისი გაცხადებული მოთხოვნები, ეს პაკეტი არ იცვლება, შესაბამისად, თუ არ იქნება კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, როდის იქნება ვადამდელი არჩევნები და რა იქნება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რათქმაუნდა, მაშინ, ეს პროცესი  ჩიხში შევა.

იმედი მაქვს საღი აზრი არსებობს და ყველასთვის ნათელია, რომ ეს პროცესი ასე ვერანაირად ვერ გაგრძელდება. საჭიროა განმუხტვა და შესაბამისად, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან საჭიროა გონივრული წინადადებები, რაც მოიტანს  უფრო საინტერესო დისკურსს პერსპექტივის თვალსაზრისით და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რაც ოპოზიციის მხრიდან კონკრეტულ მოთხოვნებს ეხება”. – აცხადებს გიგი წერეთელი.

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციურ არსენალში  მრავალი ტაქტიკური სვლა არსებობს, რაც კანონიერი ფორმებით პროტესტსა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას მოიცავს და შესაბამისად, ხელისუფლებამ ორიენტაცია ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებისაკენ უნდა აიღოს.

“ოპოზიციურ არსენალში ყოველთვის არსებობს რაღაც ტაქტიკური სვლები, ეს არის პროტესტი და სხვა კანონიერი ფორმების გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლა. ერთპარტიული პარლამენტი საკმაოდ აზიანებს საქართველოს იმიჯს და მის მომავალ ამოცანებს, ამიტომ, ორიენტაცია ამისკენ უნდა იყოს აღებული. იმედი მაქვს, რაღაც პერიოდში ხელისუფლების მხრიდან უფრო კონკრეტული გადაწყვეტილებებიც  იქნება მიღებული და შესაბამისად, ოპოზიციაც ამ კონკრეტულ ნაბიჯებზე ღიად ისაუბრებს“. – განაცხადა წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g