LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე“ – ელენე ხოშტარია

158
Capture

„ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე“, -ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პროტესტის ყოველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებენ და აუხსნიან, რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და მისი ფორმა.

ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს

„ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და მეტი არავის. შესაბამისად, როდესაც ჩნდება ჯგუფი და მით უმეტეს მტერი რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება წაართვას ხალხს, ჩვენი ვალია, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ეს დავიბრუნოთ.

როდესაც ხდება კონსტიტუციური გადატრიალება ამ ჯგუფის მიერ, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე. შესაბამისად, ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა გავიდეთ და სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთ ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის.

ჩვენ ვართ გამარჯვებულები იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს თქვენი ნდობა და მანდატი. ეს გამარჯვება ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ ბრძოლას გავუძღვეთ წინ. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ იქნება ეს ქვეყნის გარეთ, თუ იქნება ეს ქვეყნის შიგნით, ქუჩაში, მტკიცე და მწვავე პროტესტში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პროტესტი არის არა ბრაზის გამოშვება, არა ქაოსი, არამედ კარგად გააზრებული და კარგად დაგეგმილი შედეგზე ორიენტირებული პროცესი. შესაბამისად, პროტესტის ეტაპების ყოველ ჯერზე ჩვენ საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ავუხსნით რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და ფორმა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g