LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც დამნაშავეებს გაათავისუფლებს: გიგი წერეთელი

38
გიგი წერეთელი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მტკიცებისა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დამნაშავეებს არ შეეხებოდა, რომლებმაც 20 ივნისს ადამიანებს ზიანი მიაყენეს, ხელისუფლების მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის – ეს ადამიანები პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს.

წერეთელი ფიქრობს, რომ ამ პროცესზე პასუხისმგებელია ყველა ის პირი, ვინც გადაწყვიტა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის და ეს ბრძოლა ეწარმოებინა.

„ფაქტია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების რეალიზაცია ამნისტიასთან დაკავშირებით ვერ ხერხდება. იმ დოკუმენტში ძალიან ნათლად ეწერა, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, რატომღაც ჩვენი კოლეგების ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს არ შეეხება ყველას და ექნებათ ის ინსტრუმენტები და გავლენა, რომ პარლამენტში „ოცნების“ გადაწყვეტილება შეცვალონ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჯიუტად მიჰყვება ამ ხაზს და მისი მთავარი ამოცანაა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გაათავისუფლებს დამნაშავეებსაც, რომლებმაც ადამიანებს ზიანი მიაყენეს და ამ შემთხვევაში, მეორე მხარეს არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია, რომლისთვისაც ეს არის მიუღებელი,” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი შეფასებით, ნათლად ჩანს, რომ შეთანხმების ხელმოწერის დროს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გათვალისწინებული არ იყო, არც მანამდე იყო კონსულტაციები და გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად მოხდა.

წერეთელი ამბობს, რომ ახლა ძნელია ამ ყველაფრის იმგვარად რეალიზება, რომ დაცული იყოს პოლიტიკური პრინციპები და იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია როგორც ნიკა მელიასთვის, ისე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც 20 ივნისის ღამეს დაზარალდა.

„ქართულ ოცნებას“ არ სურს შეასრულოს ეს მთავარი პუნქტი და ნიკა მელია იყოს თავისუფალი. შესაძლებელია ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს სჯეროდა, რომ შეიძლება რაღაც შეაცვლევინონ და მიაღებინონ იმგვარი კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციას სურდა.

მეორე ნაწილისთვის ეს იყო მხოლოდ გადაწყვეტილება და სურვილი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და დიდად არც ყოფილა ამაზე ფიქრი. ახლა პასუხისმგებლობა აკისრიათ იმ პირებს, ვინც არის ჩართულად ამ პროცესში, გადაწყვიტა ხელი მოეწერა ამ დოკუმენტისთვის და ეს ბრძოლა ეწარმოებინა,” – აღნიშნა მან.

გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, ოპოზიციის ლიდერის თავისუფლებაზე ყოფნა სჭირდება. ამასთან, ამნისტიის კანონი ყველა დამნაშავეს არ შეეხოს და გაგრძელდეს ბრძოლა იმისათვის, რომ ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლება შეიცვალოს.

“ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართოს და ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით დავეხმარებით. ეს პირველ ყოვლისა არის საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობა და სამართლიანი კრიტიკა როდესაც ეს საჭიროა.

მიუხედავად იმისა, რომ ვადამდელი არჩევნებისკენ არასწორი გზით მივდივართ, ახლა მოვემზადებით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციას ჰქონდეს მაღალი შედეგი და ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს მაღალი რეიტინგის მიღება“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g