LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების ოპონენტებს ეს “ბინძური პროვოკაცია“ არ გაუვათ – არჩილ თალაკვაძე “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

60

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ლონდონის სასამართლოში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ბინძურ პროვოკაციას უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.  არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს „ეს ბინძური პროვოკაცია“ არ გაუვათ.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ სასამართლოში დაამტკიცებს, რომ არც თავისუფალ მედიაზე და არც ბიზნესზე ზეწოლას არ ახდენს.

საუბარია „ომეგა ჯგუფის“ სარჩელზე, რომლითაც კომპანიამ ლონდონის სასამართლოს მიმართა. როგორც კომპანიის ბრიტანელმა ადვოკატმა განაცხადა, ლონდონის სასამართლოს წინაშე თავის მართლება ივანიშვილთან ერთად, გიორგი გახარიას, დიმიტრი ქუმსიშვილს, ნოდარ ხადურს, ლევან ყიფიანსა და ანზორ ჩუბინიძეს მოუწევთ.

საქმე ეხება აუდიოჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფს“ წილების გადანაწილებასა და თანხების ე.წ. ფონდში ჩარიცხვას სთხოვდნენ. ჩანაწერში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.  აუდიოჩანაწერის მიხედვით, თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი, „ქართულ ოცნებაში“ მიდიოდა.

გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება დაწყებულია, ჯერჯერობით მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g