LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა კრიტიკული მედია” – ინტერვიუ “საიას” თავმჯდომარესთან

68
ნიკა სიმონიშვილი საია

ბოლო ერთი კვირაა, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც – ჩვენს პარტნიორებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მედიამენეჯერის და “მთავარი არხის” დამფუძნებლის  – ნიკა გვარამიას დაკავებაა. ჩვენ უკვე ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებები, რასაც მყისვე მოჰყვა “ქართული ოცნების” მესიჯბოქსები, რომ ისინი “ნაცები არიან” და “ზოგიერთ ევროპარლამენტარს სახელმწიფოს გადატრიალება უნდა”. შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “უცხოელების ვიწრო” ჯგუფი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საქართველოს მთავრობის “გადაყირავების” ინტერესში დაადანაშაულა.

“იმედის ეთერში” წულუკიანი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრობდა, როდესაც დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებების შეფასება დაიწყო. “უცხოელების ვიწრო ჯგუფზე” საუბრისას წულუკიანმა ახსენა ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა, აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი – ისინი, ვინც ქართულ ოცნებას აქტიურად აკრიტიკებენ. წულუკიანმა მათ “უცხოელი ნაცებიც” უწოდა.

ჩვენს მკითხველს უკვე აქვს ინფორმაცია გვარამიას წინააღმდეგ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებითაც, რომლის შესახებ იურისტებმა ბევრი ისაუბრეს და დეტალურად არაერთხელ ახსნეს, რომ წარდგენილ ბრალდებას არაფერი აქვს კავშირი სისხლის სამართალთან. ჩვენ დავინტერესდით, არა მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული საქმის დეტალებით, არამედ ჩვენს რესპონდენტს ვთხოვეთ, გაეხსენებინა მსგავსი შემთხვევები როდის და რომელ ქვეყნებში მომხდარა, ზოგადად რა ტიპის სახელმწიფოში აკავებენ განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს და რაც მთავარია, რა პოზიციონირებას ირჩევს ქვეყანა, სადაც მედიამენეჯერს იჭერენ. “ფორტუნას” კითხვებს “საიას” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი პასუხობს.

რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა აკავებენ მედიამენეჯერს და მსგავსი პრეცედენტი თუ გახსენდებათ, სად?

– ჩვენ ვთქვით, რომ ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელი. აქ იყო ორი ეპიზოდი. ორივეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ერთ კი დაახლოებით 7 მილიონამდე შეეძლო რუსთავი 2-ს მიეღო და რადგან ვერ მიიღო, გვარამიას ბრალი წარუდგინეს და ამაზე 50 ათასი ლარის ჯარიმა შეუფარდა, რაც შეეხება ავტომობილის მოხმარებას, ამაზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. მნიშვნელოვანია შინაარსი. იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს კომპანიის დირექტორს, უნდა დაადასტუროს მოსამართლემ ან უნდა დაასტუროს, რომ ნიკა გვარამიამ ის თანხა ჯიბეში ჩაიდო. ამაზე არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ კომპანიას ან ზიანი მიადგა ან დირექტორმა ჯიბეში ჩაიდო. ყველა იურისტი ვთანხმდებით, რომ სამართლებრივად ბრალდების შინაარსი არის აბსურდული. კიდევ ერთი – ეს საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელიც რუსთავი 2-ის მენეჯმენტთან დაახლოებული პირია. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა – ფორმულა

მსგავსი შემთხვევები როგორი ტიპის ქვეყნებში გვხვდება?

– მე შემიძლია გითხრათ, რომ დემოკრატიულ ქვეყანასთან არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ხელისუფლება სჩადის. პირდაპირ პოლიტიკური პროცესებით იყო ეს ყველაფერი ნაკარნახევი. საქმე ისე დაიწყო, ისე შეჩერდა, ისე განახლდა, ამაზე გავლენას ახდენდა პოლიტიკური პროცესები. ჩემს კოლეგებთან უცხოეთში მქონდა ამაზე კომუნიკაცია და მათთვისაც გაუგებარია, როგორ შეუძლებელია ასეთ საკითხზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს . ჩვენ პირველად არ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიზებული მართლმსაჯულება გამოიყენა მედიის მიმართ. ეს იქნებოდა ფორმულას შემთხვევაში , ასევე ტვ პირველის შემთხვევაში , ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე. აქაც დაუსაბუთებელი იყო ის გადაწყვეტილება, რაც იყო.

ანუ რა გამოდის, რომ დღეს მედიის, ჟურნალისტების უფლებები დაცული  არ არის ? 

– როცა ვსაუბრობთ მედიის უფლებებზე, პირდაპირ ვიტყვი, იქ, სადაც კრიტიკულ მედიას ებრძვის ხელისუფლება, იქ, სადაც მედიას თავს ესხმიან და ხელისუფლება არაფერს აკეთეს და ახალისებს, ეს არაა დემოკრატია. ეს არის ავტორიტარიზმი. ამას აკეთებს იმის გამო, რომ მას არ სურს ჰყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ საქციელს გააკრიტიკებენ. ამ ყველაფრიდან ცხადია, რომ ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა კრიტიკული მედია. 

-ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მთელ ამ პროცესებს შესაძლოა, მოჰყვეს, ეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმაა. საქმე ისაა, რომ მედიამენეჯერის დაკავება ჩვენ მიერ შევსებულ განაცხადს და მის განხილვას პირდაპირ დაუკავშირეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ – ევროპარლამენტარებმა. ერთმანეთის მიყოლებით ჩვენ ვნახეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ასევე სენატორების მწვავე შეფასებები , რომელთაგან ზოგმა ამ პროცესს პოლიტიზებული უწოდა.

“ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი?” – მარინა კალიურანდი კობახიძის განცხადებას პასუხობს

ნიკა გვარამიას საქმეს რაც შეეხება, ის ადვოკატებს სააპელაციოში აქვთ გასაჩივრებული, თუმცა განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g