ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ე.წ. გერმანული მოდელის დათმობას არ აპირებენ. თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი ოპოზიციას
"ხელისუფლება ჩაატარებს პროპორციულ არჩევნებს, ან წავა პროპორციულად" - შალვა ნათელაშვილი.
საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი მზად არის - დოკუმენტს ხელი ოპოზიციის ყველა ლიდერმა მოაწერა
“დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას ნორმალურ პოლიტიკურ ფორმატში დაბრუნება, ისინი მაინც აგრძელებნდნენ დესტრუქციულ ქმედებებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მადლობას უხდის საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს, რომ იტვირთეს იმ დიალოგის ორგანიზება, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოებას ძალიან სჭირდება.
"სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია მთელი დედამიწის ზურგზე, რადგან ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლას. ეს მითი და მისი პიარკონსტრუქცია უნდა დაირღვეს"
ვინც ბოლო 9 + 8 წლის ისტორიით დაიღალა - "შენების მოძრაობა","ლელო" და "ახალი მემარჯვენეები" ალიანსს ქმნიან
საქართველოს მოქალაქე არის დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ რაც შეგვეხება, ვერავინ დაადანაშაულებს ოპოზიციურ პარტიებს იმაში, რომ ჩვენ დიალოგზე არ დავთანხმდით ან დიალოგი ჩავშალეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელიც ოპოზიციის საერთო აქციებს არ უერთდებოდა, აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამოქალაქო მოძრაობებისა და პარტიების იდეას ე.წ. გერმანულ მოდელზე. ამის შესახებ მან მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის საერთო შეხვედრის წინ ისაუბრა.
“ეს არ არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ რაღაც შეთანხმებაზე მივიდეთ”, — განაცხადა ინაშვილმა.
შეხვედრას ესწრება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის ამერიკის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.
