LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ პრესკონფერენცია გაიმართა

188
festv21323

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „მუზეუმში“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2019ის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც წარადგინეს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ და გენერალურმა მენეჯერმა სოფო თორთლაძემ ვრცლად ისაუბრეს პროგრამის შესახებ. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ესპანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ბატონი ხორხე ლუჩინი სერანო დე ჰარო და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე.

ფესტივალს წელს გახსნის  ფრანგული თანამედროვე ცეკვის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მაგი მარენი, თავისი საკულტო დადგმით „May B” (“შეიძლება“), ასევე თბილისს ესტუმრება ამერიკელი ცეკვის ლეგენდა კაროლინ კარლსონი და მისი დასი  წარმოდგენით „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“.

2019 წლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა „ესპანური კულტურის ფოკუსი“, რომელიც შედგა ესპანეთის კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების საბჭოსთან (Accion Cultiral Espanol- AC//E) თანამშრომლობით.

ფოკუსი ოფიციალურად 22 ოქტომბერს  რუსთაველის თეატრის „სტუმრების ოთახში“ გამართულ კონფერენციაზე გაიხსნება  და 23 ოქტომბერს სპექტაკლით „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“ გაგრძელდება, 7 ნოემბერს კი გრიბოედოვის თეატრში  გაიმართება როსიო მოლინას წარმოდენა „დაცემული ანგელოზი“, რომელიც ლორენს ოლივიეს პრიზის ლაურეატია. 16 ნოემბერს ესპანურ ფოკუსს  დახურავს ესპანეთის ეროვნული თეატრების Teatro Español და Naves de Matadero სამხატვრო ხელმძღვანელის, ნატალია მენენდესის ლექცია “რა სარგებლობა მოაქვს თეატრს ქალაქისთვის?”, სადაც მოვისმენთ ესპანურ გამოცდილებას თეატრის განვითარების თუ მიმდინარე პროცესების შესახებ.

პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფესტივალის მიერ წარმოებული პირველი კოპროდუცია. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი წარმოგიდგენთ გამოჩენილი უკრაინელი რეჟისორის ანდრი ჟოლდაკის მსოფლიო პრემიერას – „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წამოსახვა“, უილიამ შექსპირის პიესის “მეფე ლირის” მიხედვით (გრიბოედოვის თეატრი. 20.00, 17,18,19 ნოემბერი). სპექტაკლი განხორციელდა კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის „საქართველო ევროპაში“ და პროექტ“Check In Georgia”-ს ფარგლებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები