LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტი მშობლებს შვილების გაკონტროლებაში დაეხმარება

110
DM2CJP4R4JK6XELRZP7SDHV4L4

OpenAI-მა აამოქმედა ახალი ფუნქცია, რომელიც მშობლებს შვილების კონტროლის საშუალებას მისცემს. სიახლე მოზარდებისა და მათი მშობლების ანგარიშების ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შემდეგ მიიღო.

სარჩელი კი ეკუთვნით მშობლებს, რომელთა თინეიჯერი შვილი თვითმკვლელობით გარდაიცვალა, მაშინ როდესაც, მათი თქმით, ChatGPT მას რჩევებით დაეხმარა და სიკვდილის წინ წერილის დაწერაც კი შესთავაზა.

ახალი ფუნქციით მშობლებსა და მოზარდებს შეეძლებათ ერთმანეთის ანგარიშების დაკავშირება – ერთ-ერთი აგზავნის მოწვევას, ხოლო მშობლის კონტროლი მხოლოდ მაშინ ჩაირთვება, თუ მეორე მხარე დათანხმდება, – განმარტა კომპანიამ.

აშშ-ის რეგულატორები სულ უფრო მეტად აკვირდებიან AI კომპანიებს, რადგან ჩატბოტების უარყოფით გავლენებზე შფოთი იზრდება.

OpenAI-ს თქმით, ახალი ზომებით მშობლებს შეეძლებათ:

შეზღუდონ სენსიტიურ კონტენტთან წვდომა,
აკონტროლონ, დაიმახსოვრებს თუ არა ChatGPT წინა საუბრებს,
გადაწყვიტონ, გამოიყენოს თუ არა ხელოვნურმა ინტელექტმა მათი დიალოგი OpenAI-ს მოდელების გაუმჯობესებაში.

ასევე, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა დააყენონ „ჩუმი საათები“, როდესაც ChatGPT-ს გამოყენება შეიზღუდება; გათიშონ ხმის რეჟიმი, სურათების გენერაცია და რედაქტირება. თუმცა, როგორც კომპანიამ აღნიშნა, მშობლებს არ ექნებათ წვდომა მოზარდის დიალოგების ჩანაწერებზე.

იშვიათ შემთხვევებში, როდესაც სისტემა სერიოზული საფრთხის ნიშნებს ამოიცნობს, მშობლებს შეატყობინებენ მხოლოდ იმ მინიმალური ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება მოზარდის უსაფრთხოებისთვის.

OpenAI-ს, რომლის ChatGPT-ს პროდუქტებსაც ყოველ კვირა დაახლოებით 700 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ასევე ავითარებს ასაკის განსაზღვრის სისტემას, რომელიც დაეხმარება პლატფორმას გამოიცნოს, არის თუ არა მომხმარებელი 18 წლამდე, რათა ავტომატურად ჩართოს ასაკისთვის შესაბამისი პარამეტრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები