ახალი მეტროსადგური “უნივერსიტეტის” მედიაში გავრცელებულმა პირველმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა – უმეტესად უარყოფითი.
“უნივერსიტეტზე” მომხმარებლებს ძირითადად, აბაზანის ასოციაცია გაუჩნდათ.
ხალხის ნაწილი მეტროსადგურის იაფიან შესახედაობაზე საუბრობს, ნაწილს მისი ფერები არმოსწონს, ნაწილი კი იმითაც კმაყოფილია, რომ ამდენი წლის შემდეგ, თბილისს ახალი სადგური შეემატება.
ზოგს მოსწონს, ზოგს კი არა, თუმცა ყველა თანხმდება ერთ საკითხზე – “უნივერსიტეტი”, თბილისში არსებული ყველა სადგურისგან ცალსახად გამორჩეულია.
საზოგადოება ამ სადგურით სარგებლობას სექტემბრიდან შეძლებს, მანამდე კი ის ტესტირების რეჟიმში გაეშვება.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო “ასიგნია კობრა” ახორციელებს. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია “ევროსტუდიამ” მოამზადა.
ეს მეტროსადგური 1995 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა, მშენებლობა შეჩერდა. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლიდან განახლდა და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.
მსოფლიოს მასშტაბით არსებული “უცნაური” მეტროსადგურები
მეტროსადგურებს უამრავ ქვეყანაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათი დიზაინი ყველგან განსხვავებულია.
“ფორტუნა” გთავაზობთ მსოფლიოში არსებულ ათ ყველაზე უცნაურ მეტროსადგურს, რომელთა შორისაც შესაძლოა, მომავალში “უნივერსიტეტიც” გაჩნდეს.
- ტაივანი – ფორმოსა ბულვარი
5. გერმანია – მიუნხენი
6. გერმანია – მიუნხენი
7. პორტუგალია – ლისაბონი
8. ესპანეთი – ბარსელონა
10. აშშ – ნიუ-იორკი
თამთა უთურგაშვილი