LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურის ქურდობის საქმე გახსნილია: ბრალდებულები დააკავეს

98
Capture90

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის საათს, საფულეს და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღებს. ამავდროულად საცხოვრებლის პატრონს დაზიანება მიაყენეს სახის არეში და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g