LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში 60-მდე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა – ორი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

50
სტიქია

ხელვაჩაურში უხვმა ნალექმა მოსახლეობა დააზარალა. უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 60-მდე ადგილზე მეწყერი გააქტიურდა. სოფელ აგარაში კი ორი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც სოფელ თხილნარსა და მიმდებარე დასახლებებში მოსახლეობას ელექტროენერეგია არ მიეწოდება.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რომელშიც მძიმე ტექნიკაა ჩართული. გეოლოგები დამეწყრილ საცხოვრებელ ადგილებს შეისწავლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g