LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა

290
შსს

ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძმამ ძმა მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის წევრს სანადირო თოფიდან ესროლა.

შემთხვევა დღეს, 2 ივნისს მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა – 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109- ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g