LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება

58
fortuna.ge (26)

აჭარას მალე კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება შეემატება – ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება.

ამ ეტაპზე სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. მიმდინარეობს ინტერიერისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

მასშტაბური პროექტის ფარგლებში წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება, რაც მაჭახელას ხეობაში არსებული ხიდის რეაბილიტაციას,  სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის რესტავრაციას, ასევე ე.წ მაჭახელას თოფის გზის ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, „ეთნოსოფელი“ გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც გულისხმობს.

მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები