LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერსონელებო, კეთილი იყოს სახლში დაბრუნება: არესტოვიჩი

95
56198ieutw9vi4b

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსული ძალები უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს.

„მოდი სწორად ვთქვათ: – რუსეთის ჯარი არ ტოვებს ხერსონს. ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს. იგი განდევნილია მძიმე ბრძოლებით, დანაკარგებით, მოწინააღმდეგის თავდაცვის მეთოდურად გაჭიანურებით, გადასასვლელებზე მუშაობით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით.

ძვირფასო ხერსონელებო,  ჩვენ ვბრუნდებით.  თქვენ ბრუნდებით. კეთილი იყოს სახლში დაბრუნება”, – წერს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონის დატოვების თაობაზე ბრძანება გასცა. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.

რუსული მედია: რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g