LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია: რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ

121
Untitled design (1)

რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა სერგეი სუროვიკინმა ამის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის:

„შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დაკავება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად ჩვენ, რაც მთავარია, შევინახავთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და, მთლიანობაში, ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა. ამავდროულად, გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის, მათ შორის თავდასხმითი ხასიათის, ოპერაციის სხვა მიმართულებებზე“, – მიმართა სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, რომელიც მედიის ცნობითვე, ხერსონისა და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატოვების შესახებ შეთავაზებას დაეთანხმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g